საზოგადოება

ჩემპიონატის გამო, ცნობილი მენეჯერი „ტაბულას“ ჟურნალისტების სამიზნე გახდა?

Nusagi
რამდენიმე დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ ცნობილ რესტორან Grill Town-ში მომხდარ ამბავს, სოციალურ ქსელში დღემდე განიხილავენ. საქმე ეხება მენეჯერის, ბესო შავიშვილის განცხადებას, რომ თანამდებობას ტოვებს. მიზეზი კი ის არის, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, რუსეთ- ხორვატიის თამაშის დროს, რესტორნის დარბაზში მჯდომ რუსი ტურისტების ატირებულ შვილს, პატარა გოგონას დაწყნარებას ცდილობდა, რისთვისაც იქ მყოფი სტუმრების ნაწილის აგრესია დაიმსახურა.
როგორც „ფოსტალიონს“„გრილ თაუნის”  მენეჯერმა უთხრა, ბავშვის დაწყნარება იმიტომ სცადა, რომ დანარჩენ სტუმრებს ხელი არ შეშლოდათ, თუმცა ეს სტუმრების ნაწილმა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრობად აღიქვა და „ანათემას გადასცა.“
.
-ჩვენი რესტორანი მართლაც გამორჩეულია მაღალი დონით, კვალიფიციური მომსახურე პერსონალით, გემრიელი ქართულ-ევროპული კერძებით და სტუმართმოყვარეობით. ვცდილობთ, თითოეულ სტუმარს შესაფერისად დავხვდეთ. ,,გრილ თაუნი” არ გამოირჩევა სეზონური თავმომწონებით,  ჩვენ წელიწადის ნებისმიერ დროს გვყავს უამრავი სტუმარი.  იმ დღეს ბევრი სტუმარი გვეწვია. მინდა გითხრათ რომ მე, თავად, არ ვარ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და შემოვიფარგლები მხოლოდ იმით, რომ ვინც საუკეთესო გუნდია, ფეხბურთიც იმან უნდა მოიგოს.  მაგრამ მოვლენები ძალიან არაადეკვატურად განვითარდა….”
.
მოგვიყევით, რა მოხდა.
.
-ერთ-ერთ მაგიდასთან რუსი ტურისტი ქალბატონები ისხდნენ, მათ ახლდათ პატარა გოგონა, რომელმაც ტირილი დაიწყო. სტუმრებს რომ ხელი არ შეშლოდათ, ჩავთვალე საჭიროდ მათ მაგიდასთან მივსულიყავი და ბავშვის დაწყნარება მეცადა. ამ დროს გვერდით მაგიდასთან გაისმა ხმამაღალი საუბარი, ჩვენთან მოსულ ეგვიპტელ გიდს, რომელიც ახლდა ერთ-ერთ ტურისტულ ჯგუფს, ეკამათებოდა რამდენიმე ქართველი ქალბატონი და მამაკაცი. ისინი უხსნიდნენ, რომ რუსეთი საქართველოს მტერია და რატომ უკრავდა ტაშს. რასაკვირველია, მივედი საქმის გასარკვევად და ქართველი სტუმრები აღმოჩნდნენ „ტაბულას” რედაქტორი, სალომე უგულავა და როგორც  მითხრეს, ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე, მეგობრებთან ერთად. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ უკვე მუქარაზე წამოვიდნენ, ამბობდნენ რომ ისინი ჩვენს რესტორანს ჩაძირავდნენ.”
.
 -რა ბერკეტი აქვთ მათ რესტორნის დაძირვისთვის, უარყოფითი პიარი?
.
-დიახ, სასწრაფოდ დაიწყო tripadvisor.com-ზე რესტორნის რეიტინგზე და მომსახურებაზე ცუდი სტატუსების დადება, შეფასებები, კომენტარები და დაპირებები, რომ ,,ვნახავდით რაც მოგვივიდოდა”, მე მათ კომენტარითვე ვუპასუხე და ავუხსენი, რომ ეგვიპტელი გიდი არაფერ შუაშია, ის მხოლოდ სტუმარია და მას აქვს უფლება ვისაც უნდა დაუკრას ტაში, ავუხსენი ისიც, რომ არ დამვიწყებია რუსეთის ოკუპანტობა, მაგრამ სპორტი და პოლიტიკა არანაირ შუაში არ იყო.. ისინი არ ჩერდებოდნენ და ისევ და ისევ აგრძელებდნენ ტყუილების წერას ფბ-ზე, თითქოს მე, როგორც მენეჯერი, ვიყავი რუსეთის ფანი და ამიტომაც მივედი ტურისტების მაგიდასთან ბავშვის დასაწყნარებლად, ამიტომაც გამოვექომაგე თურმე გიდს.”
.
-სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეთ? საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება არ სცადეთ?
.
,,ტაბულას” ჟურნალისტების დასაოკებლად დავწერე სტატუსი, რომ თუ ეს ჩემი მხრიდან უსაქციელობა იყო და მე დავაზარალე რესტორნის იმიჯი, დავტოვებდი დაკავებულ თანამდებობას, თუმცა, იმხელა მხარდაჭერა მივიღე ყველა ჩვენი სტუმრისგან,  კოლექტივისგან, ყველა იმ ადამიანისგან, ვინც მიცნობს და ერთხელ მაინც სწვევია „გრილ თაუნს“,  რომ ჩავთვალე, არ მაქვს უფლება, წავიდე მათი სურვილის და მხარდაჭერის წინააღმდეგ  და არ გავაგრძელო მუშაობა იქ, სადაც წლების განმავლობაში ერთი წამით არ დამისვენია მისი იმიჯის ასამაღლებლად  და ამას გავაგრძელებ მანამ, ვიდრე არ დავიღლები ჩემი ხალხის, ქვეყნის, სტუმრის და ყველა ტურისტის პატივისცემით.
ასე რომ, ტყუილად ცდილობენ ტალახი მოსცხონ ზემოთ აღნიშნულმა ადამიანებმა ჩემს კეთილსინდისიერებას, შრომისმოყვარეობას, თავდადებას და მაღალ პროფესიონალიზმს.
.
ბესო შავიშვილი რამდენიმე წელიწადია, ბათუმში Grill Town-ის მენეჯერია, გავლილი აქვს კვების, სარესტორნო და სასტუმროს დეპარტამენტის კურსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, უკვე 10 წელია მოღვაწეობს საქართველოში და ასევე საგანმანათლებლო სფეროში. მისმა სტუდენტებმა, ამ სფეროში, მსოფლიო ჩემპიონატზე (Worldskill) გაიმარჯვეს და საუკეთესო ეროვნული წარდგენის სიგელები ჩამოიტანეს.
.
Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,907 ნახვა
%d bloggers like this: