ათენი ქვეყნის ტერიტორიიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

საბერძნეთის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო ათენი ქვეყნის ტერიტორიიდან ორ რუს დიპლომატს  აძევებს.

ბერძნული გაზეთი „კატიმერინი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორ რუს დიპლომატს საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ და ამის მიზეზად საბერძნეთის „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს“ ასახელებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

Facebook Comments

ახალი დადებული