გარდაიცვალა დიზაინერი კარლო ბენეტონი

იტალიური მოდის სახლის და კომპანია Benetton-ის ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლო ბენეტონი იტალიის ქალაქ ტრევიზოში დღეს, 10 ივლისს  გარდაიცვალა. ამის შესახებ WWD იუწყება.

ბენეტონი 74 წლის ასაკში სიმსივნით დაიღუპა, რომელსაც ბოლო 6 თვე ებრძოდა.

კარლო ბენეტონმა Benetton Group-ი 1965 წელს დააარსა ორ ძმასთან, ჯილბერტო და ლუჩანოსთან, ასევე დასთან, ჯულიანასთან ერთად. კარლო მათ შორის ყველაზე უმცროსი იყო და კომპანიაში წარმოებას ხელმძღვანელობდა მაშინ, როცა ჯულიანა მთავარი კონსტრუქტორი იყო, ლუჩანო- კომპანიის მდივანი, ჯილბერტო კი ადმინისტრაციულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა ტანსაცმლის  საკუთარი ხაზის წარმოებაა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული