უცხოური მედია

მეამბოხეების ცხოველური სისასტიკე- განჯაში პოლიციელის მკვლელობის ვიდეო

Nusagi

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აზერბაიჯანში, განჯაში  აქციის მონაწილეთა მიერ პოლიციელის  მკვლელობაა ასახული. აზერბაიჯანულმა პრესამ კადრებს „მეამბოხეთა ცხოველური სისასტიკის“ ამსახველი უწოდა.

ვიდეოზე ჩანს, როგორ ესხმის თავს ბრბო უიარაღო პოლიციელს და ძირს აგდებს, მალე სასტიკი მკვლელობა ხდება.

შეგახსენებთ, განჯაში, მეამბოხეთა მიერ პოლიციის ორი ოფიცერი იქნა მოკლული- განჯის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ილგარ ბალაკშიევი და ნიზამის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი სამედ აბასოვი.

ვიდეოს სოციალური ქსელების მომხმარებლების კომენტარები ახლავს, სადაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ეს იყო გარე ძალების მიერ  მოწყობილი პროვოკაცია , თუმცა შესაფერისი ნიადაგის გარეშე ასეთი სისასტიკის ჩადენა წარმოუდგენელია.

„რეალური ნიადაგი კი არსებობს და ეს არის მომეტებული აგრესია აზერბაიჯანელ ახალგაზრდებში. ყოველდღე საინფორმაციო საშუალებებით პერიოდულად გვესმის, რომ ხან ბაქოში, ხან ქვეყნის სხვა ქალაქში მასობრივი ჩხუბი მოხდა. თანაც, აზერბაიჯანში მასობრივი ჩხუბი ის კი არ არის, როდესაც ორი ჯგუფი ერთმანეთს უპირისპირდება, არამედ როდესაც 10 ადამიანი ერთს უსწორდება”,-წერენ აზერბაიჯანელი ინტერნეტმომხმარებლები.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, პოლიციის ოფიცრის მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელიც 10 ივლისს, განჯაში, არასანქცირებული აქციის ერთ-ერთი აქტური მონაწილე იყო. ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,032 ნახვა
%d bloggers like this: