პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ავტოპარკი წლის ბოლომდე 1000 ავტომობილით შემცირდება. ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ამ ცვლილების მიზანი საბიუჯეტო თანხების დაზოგვაა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ 1000-მდე ავტომანქანა ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა რეალიზაციისთვის, სანაცვლოდ პატრულისთვის და გარემოს დაცვის სამსახურისთვის ავტომობილების შეძენა იგეგმება.
პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა სამორიგეო პარკში გადაინაცვლებს.
მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დროა, საქართველოში შავი „ჯიპების“ ეპოქა დასრულდეს.
ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს თბილისის მერია.
Facebook Comments