სამართალი

მწყემსი: უცხოელი კაცები იყვნენ და დამემუქრნენ დედმამიშვილებს დაგიხოცავთო (ვიდეო)

Nusagi

ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

“ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი კაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ დედამიშვილებს დაგიხოცავთო. ამიტომ დავმალე”, – თქვა მწყემსმა.

პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

სამართალდამცველები მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

სმიტების ოჯახის წევრთა მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა – დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,184 ნახვა
%d bloggers like this: