მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის პოსტზე შეარჩია.
4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენა. გამოვლენილი 18 კანდიდატიდან საპროკურორო საბჭოს ნინო გოგნიაშვილის, შალვა თადუმაძისა შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარედგინა. სწორედ ამ სამი კანდიდატურიდან შეარჩია საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე. როგორც ცნობილია, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პროცესებში მონაწილეობა არ მიუღია.
Facebook Comments