სოციალური ქსელები და მედია

ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია

Nusagi

“გერმანია რუსეთის მძევალია, “, – ამის შესახებ  ბრიუსელში  აშშ-ს პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა განაცხადა სამიტის დაწყებამდე აშშ-ს პრეზიდენტი ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიიღო.

ამერიკელმა ლიდერმა ბერლინის მხრიდან პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, ძალიან უსამართლოა სიტუაცია, რის დროსაც აშშ რუსეთისგან დასაცავად ევროპისთვის დიდ თანხებს ხარჯავს, მაშინ როდესაც რეგიონის უმდიდრესი ქვეყანა გერმანია მხარს უჭერს რუსული გაზსადენების გაშენებას.

სტოლტენბერგმა ამერიკელ სტუმარს კიდევ ერთხელ დაათვალიერებინა ნატოს ახალი შენობა. აშშ-ს პრეზიდენტი ნატოს პირველი ლიდერია, ვისაც სამიტზე ალიანსის გენერალური მდივანი ხვდება.

9 ივლისს, ნატოს სამიტამდე 2 დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს წევრი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა თავდაცვისთვის გაწეულ ხარჯებს შეეხებოდა.

2017 წელს აშშ-მა თავდაცვაზე $686 მილიარდი დახარჯა. ნატოს წევრი 29 სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,415 ნახვა
%d bloggers like this: