შეთანხმება ენმ-სა და „ევროპულ საქართველოს“ შორის- გიგი უგულავას განცხადება

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხელისუფლების შეცვლის მიზნით, არჩევნების წინა პერიოდის ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმდნენ.

„მეგობრებო, დღეს საღამოს ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ენმ-სთან 3 ძირითად პუნქტზე:

1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);

2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;

3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“,-წერს გიგი უგულავა.

Facebook Comments

ახალი დადებული