დღეს ჩვილთა 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება.

საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. მონათლულებს ჯვარი და ნათლობის მოწმობები გადაეცემათ.

დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 35 538 ნათლული ჰყავს, რომელიც ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

Facebook Comments

ახალი დადებული