ლელა კურდღელაშვილი-ვატყობ, სმიტებიც არ იყვნენ ძალიან რიგითი ამერიკელები და რა გითხრათ, აბა!

,,ნებისმიერ ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ – ამ პრინციპის გარეშე არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი პროცესი! – ეს არის უმთავრესი პრინციპი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მოსამართლემაც და მსაჯულმაც. 

არაერთ იმიტირებულ პროცესში მიმიღია მონაწილეობა, უმაგრეს სპეციალისტებთან გამივლია ტრენინგი, მათ შორის უმეტესობა ამერიკელები იყვნენ, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ვამზადებდი ტელეპროექტს სამართლის საკითხებზე და ბევრი დაკვირვების შემდეგ, აბსოლუტურად ვიზიარებ პრინციპს, რომ თუ სახელმწიფო ბრალდება ვერ ახერხებს დანაშაულის შესახებ უტყუარი მტკიცებულებების დადებას, უმჯობესია, ბრალდებული სასჯელის გარეშე დარჩეს!

რატომ ვამბობ ახლა ამას, და – როდესაც სმიტების ტრაგედიის გამოძიების მსვლელობას ვუყურებ, გული იმაზე მისკდება, გამოძიებამ საქმის გაიოლების მიზნით, რეალური დამნაშავეები არ დატოვოს გარეთ და საბოლოოდ, უდანაშაულო ადამიანი არ აღმოჩნდეს ციხეში. ეს იქნება ის, რასაც ჰქვია უპატიებელი ზღვარის გადალახვა სამართლაში!

ჯერ-ჯერობით რაც ჩანს, უკვე არაერთი საპროცესო ნორმაა დარღვეული, რაც კიდევ უფრო გაართულებს ბრალდების პოზიციებს. ამასთან, საერთოდ გაუგებარია საზოგაოდებრივი აზრის ჩამოყალიბების მცდელობის სტრატეგიები – ყოველდღიურად იცვლება და ძალიან ნაჩქარევად და დაფეთებულზე გაკეთებულს ჰგავს ოფიციალური განცხადებების შინაარსი, რაც კიდევ უფრო ზრდის ეჭვებსა და უნდობლობას, მედიაში კი უამრავ ახალ შეკითხვას აჩენს! არა და, არ არის სმიტების საქმე ჩვენი შინაური ამბავი.

მეტიც, რასაც ვატყობ, სმიტებიც არ იყვნენ ძალიან რიგითი ამერიკელები და რა გითხრათ, აბა! – ჩვენ რომ ვიცით, იმ ამბავს გარეთ ნუ გავიტანთ მაინც – მოგეჭრება თავი!”-წერს ჟუნალისტი ლელა კურდღელაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული