Uncategorized

მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

Nusagi

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.

მთავრობის შემადგენლობაში სამი ახალი სახე იქნება. მინისტრთა ნაწილი კი, თანამდებობებს ინარჩუნებენ:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  – გიორგი ქობულია;

ფინანსთა მინისტრი  – ივანე მაჭავარიანი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, მანამდე კი, აღნიშნული რაოდენობა 14 იყო. ცვლილებების შედეგად, რამდენიმე უწყება გაერთიანდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,796 ნახვა
%d bloggers like this: