ხორვატმა ფეხბურთელმა შეძახილისთვის „დიდება უკრაინას“ ბოდიში მოიხადა

ხორვატიის ნაკრების მცველმა დომაგოი ვიდამ თავისი ფრაზისთვის “დიდება უკრაინას!” ბოდიში მოიხადა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდის დროს თქვა. ბოდიში მან რუსულ ენაზე, ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩის შემდეგ თქვა.

“მე ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი რუს ხალხს. ეს ცხოვრებაა. საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო”, – უთხრა ჟურნალისტს სპორტსმენმა.

9 ივლისს, დამაგოი ვიდამ FIFA-ს ფედერაციისგან გაფრთხილება მიიღო. მიზეზი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე ოგნენ ვუკოევიჩთან ერთად ჩაწერილი ვიდეო გახდა, რომელზეც ის “დიდება უკრაინას” გაიძახის. ვუკოევიჩი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს,რადგან ვიდეო თვითონ ატვირთა და გადაიღო, ხოლო ვიდას გაფრთხილების მიუხედავად, თამაშის უფლება მისცეს.

გუშინ, 12 ივლისს, ხორვატიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

Facebook Comments

ახალი დადებული