ბიზნესი

სატელეფონო კომპანია აცხადებს, რომ ემიგრანტებიდან ამოღებული ფული ბიუჯეტის ნაცვლად ერთეულების ჯიბეებში წავა

Nusagi
 კომპანია FLYTEL-ის დირექტორი გიორგი ყურულაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მსხვილ სატელეფონო კომპანიებთან გარიგებაშია და მათთან ერთად ცდილობს, ბაზრიდან განდევნოს მცირე კომპანიები.

„მოკლედ  რომ მოგახსენოთ, ეროვნული კომისია და „სილქნეტი“ შეთანხმებული ქმედებებით ცდილობენ ჩვენი კომპანიის გაკოტრებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არანაირი ბერკეტი არ დაგვრჩა მათ თავგასულ ქმედებებთან საბრძოლველად… საკითხი გადაგვაქვს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ჭრილში და გვინდა საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, თუ როგორ ცდილობენ მცირე და საშუალო ოპერატორების ბაზრიდან განდევნას, როგორ მიაყენეს სახელმწიფო ბიუჯეტს ზარალი და როგორ ცდილობენ ქართველი ემიგრანტებიდან თანხების ამოღებას არაკონსტიტუციური გზით. რეგულაციამ, რომელიც კომისიამ მიიღო საერთაშორისო შემომავალ ზარებზე, ხელი შეუწყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, როგორც მსხვილი ოპერატორების, ასევე არალეგალური ორგანიზაციების მხრიდან. მოხდა შემომავალი ტრაფიკის 90%-ის დამალვა, რამაც ბიუჯეტს საკმაო ზიანი მიაყენა. მცირე და საშუალო ოპერატორები აღმოჩნდნენ ვალებში, რაც თითქმის მათ გაკოტრებას ნიშნავს.

ერთი სიტყვით, ყელში ამოვიდა უსამართლობა და სითავხედე!“-აცხადებს გიორგი ყურულაშვილი .

როგორც  FLYTEL-ის დირექტორი ამბობს, კომპანია ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, იაფი ტარიფით ისარგებლონ და საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან ადგილობრივი ზარების ფასად,  (ნაცვლად 30 ცენტისა, 13 თეთრად) ისაუბრონ, თუმცა ახალი რეგულაციით,  ეს ტარიფი საგრძნობლად გაიზრდება, ბაზარზე კი მხოლოდ მსხვილი მონოპოლისტი დარჩება, ემიგრანტებისგან ამოღებული ფული კი ნაცვლად ბიუჯეტისა, ერთეულების ჯიბეში წავა.

როგორც გიორგი ყურულაშვილი ამბობს, უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

„ვაპირებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას და საზოგადოების კონსოლიდირებას უსამართლობის წინააღმდეგ. მითუმეტეს ქართველი ემიგრანტების მიმართ , რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულები აღმოჩნდნენ!“,-განაცხადა გიორგი ყურულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,790 ნახვა
%d bloggers like this: