ზესტაფონში, შორაპანი-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე სამი სატვირთო ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა. ინფორმაციას და ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან 1tv ავრცელებს.
სამივე ტრაილერი ხევში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადავარდა და შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი საბურავების მოცურება გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სსკ-ის კოდექსით გამოძიება არ დაწყებულა და მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.
Facebook Comments