მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არგენტინელი პიტანა უმსაჯებს

უკანასკნელი ოთხი წლის მთავარ მატჩზე არბიტრად არგენტინული ჯგუფი დაინიშნა ნესტორ პიტანას ხელმძღვანელობით. მას დაეხმარებიან ერნან მაიდანი და ხუან ბელატი. სარეზერვო არბიტრად ჰოლანდიელი ერვინ ზეინსტრა შეირჩა. ინფორმაცია FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

პიტანა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს მსაჯობდა, როცა რუსეთმა საუდის არაბეთი დაამარცხა (5:0), ასევე ჯგუფურ ეტაპზე მექსიკისა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრას (0:3), მერვედფინალში – ხორვატია-დანიას (1:1; პენლები – 3:2), მეოთხედფინალში კი – ურუგვაი-საფრანგეთს (0:2)

14 ივლისს მესამე ადგილისთვის ბრძოლას, სადაც ერთმანეთს ინგლისის და ბელგიის ნაკრებები შეხვდებიან ირანელი არბიტრი ალირეზა ფაგანი უმსაჯებს, რომელიც მანამდე მსაჯობდა სამ მატჩზე, მათ შორის, ფლეი-ოფის გახსნაზე საფრანგეთი-არგენტინის შეხვედრას (4:3).

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოსკოვში ლუჟნიკების სტადიონზე 15 ივლისს გაიმართება.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული