მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. თუმცა ისინი დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოს შენობაში არ შეუშვეს.
ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დუმბაძე და ვასაძე ამბობენ, რო, გიორგი მარგველაშვილს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, ასევე ”ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატზე საკუთარი მოსაზრებები გააცნონ.
მურმან დუმბაძის თქმით, მას აქვს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს 2020 წლამდე ნებისმიერ საჯარო უწყებაში თავისუფლად შევიდეს.
დუმბაძის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა მას განუმარტეს, რომ გაფრთხილებული არიან შენობაში არ შეუშვან.
მურმან დუმბაძე და მედია ვასაძე “ქართული ოცნების” ყოფილი ნწევრები არიან.