საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან მეხანძრე-მაშველებისხელფასი კიდევ გაიზრდება.
მღებრიშვილმა ამის შესახებ ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისთანთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
“ამ თვიდან უკვე 20%-ით გაიზრდება მეხანძრე-მაშველების ხელფასი. მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან ეტაპობრივად გამოვნახავთ იმის რესურსს, რომ მეხანძრე-მაშველებს მივცეთ შესრულებული სამუშაოს ადეკვატური ხელფასები,”– განაცხადა მღებრიშვილმა.
Facebook Comments