სოციალური ქსელები და მედია

სმითების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მზადაა FBI-ის ჩვენება მისცეს

Nusagi
სმითების ოჯახის  სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მზად არის FBI-ის დეტალური ჩვენება მისცეს. 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურისადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობა არ ჩაუდენია. კობაურის მტკიცებით, სმითების ოჯახის წევრები ორმა უცხოელმა მოკლა, რომლებიც ხადის ხეობაში შავი მანქანით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს მწყემსის მონათხრობით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

მალხაზ კობაური ირწმუნება, რომ ის მკვლელობის არა ჩამდენი, არამედ შემსწრეა, თუმცა, ორი უცხო კაცი მას დასმენის შემთხვევაში ოჯახის წევრების მკვლელობით დაემუქრა. რადიკალურად განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,946 ნახვა
%d bloggers like this: