ამერიკელი მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი უნდობლობას უცხადებს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და მოითხოვს, ყველა ექსპერტიზა ამერიკულმა მხარემ ჩაატაროს.
ადვოკატი აშშ-ს ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან შეხვედრას მოითხოვს.
დავით გირგვლიანმა განაცხადა, რომ მზად არის დებატებში გამოიწვიოს საქმის პროკურორი და გამოძიებასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გააკეთოს.
5 ივლისს სმიტების ოჯახი ხადას ხეობაში დასასვენებლად იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადგილობრივმა მწყემსმა ჯერ მამაკაცი მოკლა, ქალი კი რომელიც გაქცევას ცდილობდა ხევში გადავარდა. ბრალდებულმა ამის შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა.
Facebook Comments