სპორტის რომელიმე სახეობის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი, რომ ჩანთის ტარება შეგძლებოდა

სასკოლო სახელმძღვანელობის საკითხზე მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბატიაშვილმა ორ მიმართულებას გაუსვა ხაზი – სახელმძღვანელოების სიმძიმე პირველკლასელი მოსწავლეების შემთხვევაში და თანამედროვე მსოფლიო სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა ქართულ სკოლებში.

“მოხდა განახლება სასწავლო გეგმების და ახალი სახელმძღვანელოები შევა სექტემბრიდან სკოლებში. ვიცი, რომ პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს ახალი სასწავლო გეგმების მიხედვით. ვიცი, რომ სახელმძღვანელოების წონის პრობლემა იყო – რომელიმე სპორტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი, რომ პირველკლასელის ჩანთის ტარება შეგძლებოდა.

როგორც ვიცი, ამ კუთხით გარკვეული პრობლემები გადაწყვეტილია, თუმცა ამას განვითარება სჭირდება. სკოლების სახელმძღვანელოების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ვფიქრობთ, რომ ხელმისწავდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების ნამუშევრები, ასევე ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ მსოფლიოში არსებული სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის.

ანუ ყველაზე თანამედროვე გამოცემები, რომელიც არის ევროპისა და ამერიკის განვითარებული ქვეყნების სკოლებში, რატომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი? ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორ შეიძლება გავამდიდროთ სახელმძღვანელოების ნაწილი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: