სოციალური ქსელები და მედია

შემოდგომიდან შსს-ს 1104 გამომძიებელი გადამზადების კურსებს გაივლის

Nusagi

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება კრიმინალურ პოლიციაში და მთლიანად შსს-ში ბოლო პერიოდში, მათ შორის პარლამენტშიც, განსჯის საგანი გახდა.

გახარიას თქმით, ამ მიმართულებით შსს-ში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ხელშესახები არაფერი გაკეთებულა:

„მესმის, რომ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მომთხოვნი და უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნი, ობიექტურად შეგვიძლია ვაკრიტიკოთ გამოძიება და გამომძიებელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ 15-20 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არათუ რეფორმა, ხელშესახები არაფერი გაკეთებულა.ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება. მოგეხსენებათ, რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და აუცილებელი კომპონენტი.

უკვე ჩაუტარდა ტესტირება შსს-ს გამომძიებლების მთლიან კორპუსს -1104 ადამიანს, რამაც მოგვცა საშუალება, გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე, უკვე ჩატარებულია მათი საქმეების რაოდენობის შეფასება და საქმეების სირთულე.ყველა მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად.თითოეული ეს გამომძიებელი გაივლის ამ შემოდგომიდან, სექტემბრიდან, გადამზადების კურსებს”,-განაცხადა გიორგი გახარიამ

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,011 ნახვა
%d bloggers like this: