,,აიი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია :
10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ ( 20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე. ( გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი )
მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში. ახლა გეტყვით, რა დამიჯდა ეს “სიამოვნება” – 10 კილო პომიდორი – 5 ლარი 1 კგ. სტაფილი- 1 ლარი, 2 კგ. წითელი ბულგარული წიწაკა – 4 ლარი, მწარე წიწაკა- 2 ლ. ხახვი – 1ლარი, ნიორი- 1 ლარი, მარილი 30 თ. ასპირინი- 50 თეთრი სუუუუულ – 14 ლარი და 80 თეთრი. ერთი ნახევარლიტრიანის ფასი გამოგვივიდა დაახლოებით 67 თეთრი!
ხომ ღირს თქვენი შრომა?!
ვაშლის ფასი გამომრჩენია + კიდევ 1 ლარი!!!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე