სოციალური ქსელები და მედია

თორნტონი- ჩემს ორგანიზმში ტყვიის შემცველობა გაცილებით მაღალია აშშ-ის საშუალო მაჩვენებელზე

Nusagi

“ენ დი აი”-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი მოქალაქეებს მიმართავს სასწრაფოდ ჩაიტარონ სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე, როგორც ტორნტონი წერს, ამის მიზეზია უხარისხო ბენზინის გამონაბოლქვი.

“მეგობრებო საქართველოში, აიღეთ სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე. ჩემი გაცილებით მაღალია ამერიკის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, სხვების სერიოზულად საშიშ დონეზეა”- ამბობს ლორა თორნტონი.

მისი ვარაუდით, მათი ტყვიით მოწამვლის პრობლემა უხარისხო ბენზინის ბრალია, რომლის მსგავსსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იყენებს, ძირითადად აფრიკაში.

“მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და სხვები პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემას მიხედავენ და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლას აპირებენ. იმედი მაქვს, ეს სასწრაფოდ მოხდება, რადგან ეს ისეთი კრიზისია, რომელზე რეაგირებაც აქამდე იყო საჭირო და ყოველი დღე უფრო დიდი რისკის მატარებელია” – წერს ლორა თორნტონი და  დასძენს, რომ ამ მიმართულებით  ექსპერტიზა არ აქვს, უბრალოდ შეშფოთებული დედაა, რომელიც გიზიარებთ თავის ამბავს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,249 ნახვა
%d bloggers like this: