20 წლის კოკა კობალაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.
20 წლის კოკა კობალაძე ამჟამად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ექიმის თქმით, ის საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევით 11 ივლისს შეიყვანეს.
თათა დავითულიანი სოციალურ ქსელში მისი შვილის პოლიციელების მიერ ცემის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ის ამბობს, რომ სამართალდამცველები მის ვაჟს სახლში შეუვარდნენ და მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, რომელიც 2 წელია დაკავებულია, მასზე იძალადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმაში პოლიციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შესწავლა დაიწყო.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოკა კობალაძე კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟია.