კოკა კობალაძის დედა შვილის ცემის ფაქტზე შსს-ს რეაგირებას ეხმაურება

ახალგაზრდა პოეტის,  კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე შსს-მ რეაგირება მოახდინა და ოთხი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლა. კობალაძის დედა, თათა დავითულიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სამართალმა იზეიმა. კობალაძის დედა  უწყების ხელმძღვანელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში ედგა, მადლობას უხდის.

„არ ვიცი მადლიერება როგორ გამოვხატო, მადლობა ჩემს მთავრობას, რომლისთვისაც ვიბრძოდი, მადლობა შს მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, მის პირველ მოადგილეს, კახა საბანაძეს, მადლობა გენ ინსპექციის ხელმძღვანელს, ალეკო ხოჯევანიშვილს, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, სამართალმა იზეიმა! არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციის მიმართ. პირველივე საათებიდან გვერდით მედგნენ , უღრმესი მადლობა ქალბატონო მაკა, მადლობა ნინო ჯღარკავა ამხელა გვერდით დგომისთვის…. სიტყვებს ვერ ვპოულობ“,-წერს თათა დავითულიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული