კრიმინალი

არგენტინელმა როკერმა მკვლელობა აღიარა

Nusagi

არგენტინული როკ-ჯგუფის Viejas Locas-ის სოლისტი ქრისტიან პიტი ალვარესმა მკვლელობა აღიარა და პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ eletrece იუწყება.

სამართალდამცველები 46 წლის მუსიკოსს 12 ივლისიდან ეძებდნენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მომღერალმა 36 წლის მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღით 4-ჯერ ესროლა და გაიქცა.

„ან მე უნდა მომეკლა, ან ის მომკლავდა, ჩემს ადგილზე ნებისმიერი ასე მოიქცეოდა“,-განაცხადა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ნარკოტიკები, რომლებზეც ის დამოკიდებულია, საქმესთან არაფერ შუაშია.

​პოლიცია აცხადებს, რომ ალვარესის მეზობელს იარაღი არ ჰქონია. როკერის პისტოლეტი კი დარეგისტრირებული არ არის და შავ ბაზარზეა შეძენილი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,791 ნახვა
%d bloggers like this: