ბათუმიდან თბილისის გზაზე ასეთი რაღაც შემემთხვა, გთხოვთ, კომენტარებში თქვენი აზრი დააფიქსიროთ

გუშინ ბათუმიდან თბილისში მოულოდნელად მომიწია წამოსვლა, სატირალში. რა თქმა უნდა მარშუტკით ვიმგზავრე. გზაში ასეთი რაღაც შემემთხვა, ხოდა ბოლოს კომენტარებში თქვენი აზრი დააფიქსირეთ.
სამტრედიასთან მისვლამდე მძღოლმა გააჩერა და მგზავრები ჩავედით . უშუალოდ მე როცა ჩავდიოდი, ქვემოთ უკვე 4 მგზავრი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მაღაზიაში შესვლის დროს შემხვდა. ნუ უცებ ვიყიდე წყალი, გამოვედი და რას ვხედავ, მიდის ჩემი მარშუტკა, ტელეფონი, ბარგი ყველაფერი შიგნით დამრჩა…

შევვარდი მაღაზიაში, გამყიდველმა ტელეფონი არ მომცა, ავუხსენი სიტუაცია და პატრულში რატო უნდა დარეკოო, 112-ში უნდა დარეკოო ხოდა ტყუილად დროს დაკარგავო, მაგის ტუკადუმი დედა კი ვატირე…. ტელეს არ მაძლევდა ეს ჩათლაშკა. მერე ჩემ ნომერზე დამარეკინე მეთქი, მანდ კი დამარეკინა, ოღონდ ტელე მაინც არ მომცა. არავინ აიღო. გავიხედე გარეთ და ჩემ ბედად პატრულის ეკიპაჟი არ გამეჩითა !? ( WC ჭირდებოდათ. ) რა თქმა უნდა ისინი დამეხმარნენ. ოქმის შედგენა დაიწყო ხელაძემ, გოგისაშვილმა დარეკა ჩემ ნომერზე, ხოდა მეორე მცდელობაზე უპასუხესს .

 პატრულმა მოითხოვა მძღოლთან დალაპარაკება, უთხრა რომ მგზავრი დარჩა და დალოდებოდა. ეს მძღოლი კიდე აქეთ იყო პრეტენზიებით, რას ქვია დარჩაო, ეგ მაგის ბრალი არისო და მისით წამოვიდესო, გოგისაშვილი ეუბნება ან ადგილზე გააჩერებ და დაელოდებიო, ანდა მაღაზიასთან დაბრუნდებიო. მძღოლი სასტიკ უარზე იყო , რას ქვია დაველოდოო, დაჟდეს და მისით ჩამოვიდესო, ამას იმეორებდა მძღოლიც და მგზავრებიც. ყველაზე საწყენი ისაა, რომ 20 წუთზე მეტი არც იყო გასული და არავინ არ აპირებდა ჩემ დალოდებას, აი ეგ მაგრად გამიტყდა. “მაგრები ვართ ქართველები ! “

გოგისაშვილმა მძღოლს მოკლედ გადაუჭრა : 30 წუთში აქ არ იქნები და მარშუტკას ძებნაზე ავიყვან, და პირველივე საპატრულო ეკიპაჟი გაგაჩერებს და მერე გაცილებით დაგაგვიანდება თბილისში ჩასვლაო.

15 წუთიც არ იყო გასული მოვიდა მარშუტკა. მძღოლი ესაუბრებოდა პატრულს, და ამასობაში ფოტო გადავუღე ბიჭებს, ვიფიქრე ხალხმაც უნდა იცოდეს კარგ პოლიციელებზე მეთქი. ფოტოს გადაღებისთანავე მძღოლის გვერდით მჟდომმა გოგომ, ასე 27 წლამდე, ყვირილით მომმართა, რატო დაგვაბრუნეო, შენ ვინ ხარ ასეთიო, ყველას ჩვენი საქმე გვაქვს და “ერთის” გამო რატო უნდა დავბრუნებულიყავითო !?

ეს ის გოგო იყო მაღაზიაში რო შემხვდა და მიმტკიცებდა რომ ბოლო შევიდა მაღაზიაში და არავინ არ იყო იქო. ამათაც ავუხსენი ყველაფერი, მაგრამ ვის რაში აინტერესებს შენი ამბავი. ნუ ამასთან დავამთავრე კამათი და ახლა მეორე ქალი გადმომიხტა, შენ უნდა გიყუროთ ფოტოებს როგორ იღებ და ამათ (პატრულს) ამარიაჟებო, არ მივაქციე ყურადღება, ავედი მარშუტკაში, დავჯექი ჩემს ადგილას, მაგრამ იყო სასტიკად მტრული გარემო, ვერავინ ვერ მიტანდა, გარდა იმ ორი ტურისტისა, რომლებიც გამოშტერდნენ. ჩემი მისამართით რაღაცეებს ბურტყუნებდნენ ყველა მხრიდან. ყელში ამომივიდა ყველაფერი, ავდექი და ვთქვი ეს რაც მოხდა, ყველას ბრალია, ვინც კი დამინახა, იცოდა რომ ჩავედი და არაფერი არ თქვა თავის დროზე თქო, და ამაზე იმ ქალმა “მარიაჟობა” რო დამაბრალა, სხვათაშორის მგონი ქობულეთში ამოვიდა, იმენა მეჩხუბა, აფექტურ მდგომარეობაში შევიდა, მეგონა მომახტებოდა, დამარტყამდა, არადა როგორ გინდა ქალს ეჩხუბო, რომელიც ყვირის რომ 3 წლის ეპილეპსიკი ბავშვი მყავს თბილისში დატოვებული და შენ გამო მაგვიანდება მისი ნახვაო, ნუ არ ავყები ამ ქალს პროვოკაციაზე, ესეც მომშორდა, და უკნიდან ვიღაც იძახის ჩემზე “ამხელა ბიჭია და შეგნება არ აქვსო ” .

ხელმეორედ ავდექი რომელმა თქვა, ჩავალთ და დავილაპარაკებთ მეთქი და კიდე ეს ქალი მომვარდა, ვის რა უნდა დაელაპარაკოო, ჩემი 17 წლის ძმასოო !?? აქ მე ვარ უფროსიო, მე უნდა მკითხოო ნებართვაო !?? მე ვწყვეტ ყველაფერსო, ვაბშე ისე ვიზამ თბილისში ფეხს დადგამ და აღარ იქნებიო, და ამაზე თავი შევატრიალე და ვიცინი, შე საწყალო ვის ემუქრები რო იცოდე. ვინც კი სანათესაოში ცოტა მოგიჟო მყავს ყველა ერთად წერეთელზე მელოდებოდა ერთად.

ნუ არც ამ პროვოკაციაზე ავყევი და წავედით, რიკოთზე ისევ გააჩერა მძღოლმა, ჩემ გვერდით თავისუფალი იყო ადგილი და ის, 17 წლის ბიჭი გადმოჯდა, ზურგით დამიჯდა და მის დას ელაპარაკება, ჯერ ეს ზურგით ჯდომა გამიტყდა, მერე კიდე განვლილი სიტუაციაც. ამ ბიჭს ვუთხარი ერთი წუთი ჩამოდი თქო, ჩავედით, ხოდა ვეუბნები საჩხუბრად არ ჩამომიყვანიხარ, აგიხსნა მინდა სიტუაცია და ის რო არ იყავი მართალი ჩემზე რაც თქვი, არ გაგიგონია ჩემი სიტყვები თქო…

ეს იმენა საჩხუბრად იწეოდა. ამ ბიჭს ეგრევე კიდევ 3 ბიჭი ამოუდგა გვერდით, გაირკვა რომ ჩემი ნათქვამი სიტყვებიდან გაუგონიათ მარტო ” ყველას ბრალია ” და ამაზე გატეხილში იყვნენ, მერე რომ ავუხსენი შეაწებეს, შევთანხმდით იმაზე რომ მძღოლი უნდა ყოფილიყო ყურადღებით, ის-ისაა დავიშალეთ და ეს ქალი კიდე არ გადმომიხტა !?? რა ქუჩური რაზბორკები მომიწყვეთოო, !? და მერე იგივე სცენა იყო, რაც ზემოთ ავღწერე, უბრალოდ უკვე ამ ქალის გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა, იმ 17 წლის ბიჭმაც, ძმად რომ ეკუთვნის და ხმა არავინ ამოიღო, არავის გაუფიქრია რომ მძღოლია დამნაშავე, პირიქით მძღოლს იცავდნენ.

„ეს კაცი დღეში ორ-სამ რეისს აკეთებს და რატო უნდა იცოდეს მგზავრები ყველა ყავს თუ არაო “.

ხვდებით რა ხდება ?! იმ საზოგადოებითვის თურმე მისაღები ყოფილა იმ კატეგორიის მძღოლისთვის სიცოცხლის მინდობა რომელიც დღეში 2 რეისს (ბათუმი – თბილისი, თბილისი- ბათუმი) აკეთებს. ამაზე დავამთავროთ. 


ახლა კითხვა მაქვს თქვენთან ძვირფასო მეგობრებო:
1) როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავით ?
2) რიგითი მგზავრი რომ ყოფილიყავით ?
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
# მადლობა პატრული
# ეკიპაჟი 3305 . სამტრედია – კოპიტნარის გზის პატრული, გოგესაშვილი, ხელაძე – ოქმთან. მადლობა ბიჭებს.
#ქართველებმა #ერმანეთის #გატანა #უნდა #ვისწავლოთ.

 

თენგო გამყრელიძის ფეისბუქ-გვერდიდან

Facebook Comments

ახალი დადებული