თეთრმა სახლმა 12 რუსი ჯაშუშის შესახებ კომენტარი გააკეთა

კიბერთავდასხმებს, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 12-მა რუსმა ჯაშუშმა განახორციელა, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ლინდსი უოლტერსმა განაცხადა. ინფორმაციას  cnn ავრცელებს.

„არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ხმის მიცემაზე ჰაკერულმა თავდასხმამ რაიმე გავლენა მოახდინა“,-განაცხადა უოლტერსმა და დასძინა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამაზე სხვა დროსაც ითქვა.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამ ბრალდებებით თეთრი სახლი ცდილობს, ტრამპისა და პუტინის მომავალი შეხვედრის ატმოსფეროს გაფუჭებას.

13 ივლისს, აშშ-მ დაუსწრებლად წაუყენა ბრალი 12 რუს ჯაშუშს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. ყველა მათგანი ბრალდებულია დოკუმენტების მოპარვისა და მათი შემდგომი გამოქვეყნების მიზნით, კიბერთავდასხმის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ რუსები კომპიუტერებზე სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას აყენებდნენ, რათა მომხმარებლების მიმოწერა გაეკონტროლებინათ.

 

Facebook Comments

ახალი დადებული