უცხოური მედია

თურქი მომღერალი ტარკანი მამა გახდა

Nusagi

თურქი მომღერალი ტარკანი მამა გახდა. ინფორმაცია არტისტმა Instagram-ის გვერდზე გაავრცელა.

ტარკანისა და მისი ცოლის პირველი შვილი გერმანიის ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა. გოგოს ლია დაარქვეს.

არტისტმა სოცქსელში დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს მამობისგან განცდილ სიხარულს.

ტარკანი და მისი კოლეგა პინარ დილეკი 2016 წელს დაქორწინდნენ. თურქი პოპ შემსრულებლის ცოლის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია თებერვალში გავრცელდა. გამოცემები წერდნენ, რომ წყვილს ბავშვი აგვისტოს დასაწყისში უნდა ჰყოლოდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,151 ნახვა
%d bloggers like this: