მაღალი ტემპერატური გამო იაპონიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა. ანომალიური სიცხის გამო ათასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადის მკურნალობას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 39 ცელსიუს გრადუსს მიაღწია.
2017 წელს, იაპონიაში ანომალიურ სიცხეებს 44 ადამიანი ემსხვერპლა.
ძლიერი სიცხეებია კანადაშიც. ქვეყანაში მაღალი ტემპერატურის გამო დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა.
რეკორდულ სიცხეებთან ერთად დღეს ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოც მოხვდა.
Facebook Comments