ინაშვილი-ბოკერია ცოტა ხანში აქ ისეთ კონცერტს ჩაატარებს, ახია „ქართულ ოცნებაზე“!

„ჩვენს შემდეგ შემოვა ხალხი, რომელმაც სულხან მოლაშვილი აწამა და პირდაპირ ცოცხალი სულხან მოლაშვილი ამბობდა ბოკერიამ მაწამაო და ეს ბოკერია ცოტა ხანში აქ ისეთ კონცერტს ჩაატარებს, ახია „ქართულ ოცნებაზე“!

—პირდაპირ გეუბნებით, ახია, იმიტომ, რომ თქვენმა პოლიტიკამ, კოჰაბიტაციამ, ჩახუტებამ, გადარჩენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ამ მწამებლებმა: საგამოძიებო კომისია შექმნეს და მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს! პოლიტიკური ამორალიზმია, რაც აქ ხდება, ამ შენობაში!

და დიდი აზროვნება სახელმწიფოებრივი გჭირდება იმისათვის, რომ ეს უსამართლობა და ეს უსინდისობა აიტანო ამ შენობაში! და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენა, რაზეც ჩვენი თანამებრძოლი და ჩვენი გუნდის წევრი ბატონი ემზარ კვიციანი საუბრობს ახლა! მე დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ ეპიზოდის გამოძიებაც მოხდება, ბატონ შსს-ს მინისტრს მივმართავ ამ შემთხვევაში: სულხან მოლაშვილის წამების ეპიზოდის! იმიტომ, რომ კონკრეტული დამნაშავეები არიან, რომლებიც უნდა დაისაჯონ! ციხის ბუნტი გავიხსენოთ: ვინ ისროდა, ვინ მოაწყო, ვინ ორგანიზება გაუკეთა და ასე შემდეგ!

—ასე რომ, ჩვენ ხელი არ ჩაგვიქნევია სამართლიანობის აღდგენაზე და არც ამ ხალხს არ ვაბლატავებთ ამ ქვეყანაში – ჟარგონი რომ გამოვიყენო და უკაცრავად ამ ჟარგონისთვის!” -ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

Facebook Comments

ახალი დადებული