ლორა სმიტის ცხედრის ექსპერტიზით ირკვევა, რომ ის გაუპატიურებულია

„ქრონიკის“  მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამერიკელი ოჯახის, სმიტების საზარელი მკვლელობა კიდევ უფრო სკანდალური ხდება. „ქრონიკისვე“ ინფორმაციით, ლორა სმიტის ექსპერტიზა დასრულებულია და პირველადი მონაცემებით, ცხედარს სექსუალური ძალადობის ნიშნები აქვს.

ბრალდებულის ჩვენების მიხედვით,  ის მკვლელობის დღეს ნასვამ მდგომარეობაში იყო და სანადირო თოფის სამი გასროლით მოკლა მამა-შვილი. საქმეში მტკიცებულების სახით დევს ბრალდებული მწყემსის მობილური ტელეფონი, რომელზეც ლორა სმიტის ცხედრის ფოტოებია. მწყემსების თქმით,  ბრალდებულმა მათ  პირადად აჩვენა მათ ეს ფოტოები.

„დავუსხლტი ხელიდან და მოვიმარჯვე ჩემს ხელთ არსებული თოფი, სადაც მქონდა 2 ცალი ტყვია, დავმუხტე თოფი, დაუმიზნებლად, მიშვერილ სიტუაციაში გამოვკარი თითი და ვესროლე მამაკაცს, რომელიც უკვე გარბოდა “,-წერია ბრალდებულ კობაიძის ჩვენებაში.

ბრალდებული ყვება, რომ სმიტები მას ჩანჩქერზე საკვებით გაუმასპინძლდნენ , რა დროსაც იარაღის ლულა ბავშვის პირისპირ აღმოჩნდა. რაიან სმიტმა მას იარაღის გვერდზე გაწევა მოთხოვა , რამაც კობაური გააღიზიანა. ამის შემდეგ ბრალდებული წამოდგა და სმიტს იარაღი დაუმიზნა.

„ბავშვის მამამ მითხრა, რომ თოფი ცუდად მქონდა მიშვერილი და უმჯობესი იყო უკან გადამედო. ამან ძალიან გამაბრაზა და ვუთხარი, რომ ვერ მასწავლიდა, როგორ მეხმარა თოფი. ამის შემდეგ კაცი წამოდგა, მეც წამოვდექი და ავიღე თოფი. მან მკლავში ხელი მომკიდა, მე დავუსხლტი და  ვესროლე, მამაკაცი აყვირდა, რამაც ძალიან შემაშინა და კიდევ ვესროლე. ტყვია თავში მოხვდა, ამის შემდეგ დაეცა და ხმა აღარ ამოუღია. ჯიბიდან კიდევ ერთი ტყვია ამოვიღე და ჩავდე თოფში”,-წერია ჩვენებაში.

„ქალმა ამის დანახვაზე, სირბილით ჩაირბინა ჩანჩქერთან , იქვე იყო ბავშვი, რომელიც ტიროდა. მე მას ვესროლე ერთი ტყვია, რომელიც მოხვდა სახეში,ამის შემდეგ მოვკიდე ხელი და გავათრიე თოვლის გაყინული მასის გვერდით,რომ გამვლელებს არ ეპოვათ“-წერია ჩვენებაში.

ბრალდებული აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა, თვითონ  მწყემსების სახლში დაბრუნდა და სხვა მწყემსებთან ერთად ივახშმა.

ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ კობაური უდანაშაულოა და მკვლელობა უცხო პირებმა ჩაიდინეს. პირველი ჩვენება გადათქვა ბრალდებულმაც, რომელმაც სასამართლოზე თქვა, რომ მკვლელები მას დედმამისშვილების მოკვლით დაემუქრნენ და ამიტომარ განაცხადა პოლიციაში.

 

Facebook Comments

ახალი დადებული