უცხოური მედია

პარიზში აღლუმზე ცაზე დროშის გამოსახვისას ფერები აერიათ (ვიდეო)

Nusagi

ცნობილმა ფრანგულმა საავიაციო ჯგუფმა Patrouille de France, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ საჰაერო აღლუმზე ნაციონალური დროშის ფერები ცაზე არათანმიმდევრულად გამოსახა.

საფრანგეთის დროშა სამი ვერტიკალური ზოლისგან: ცისფერი, თეთრი და წითელი შედგება. საჰაერო ჩვენებების დროს ცაზე ამ ფერებს „ხატავენ“. წელს ამ ცერემონიაში 9 თვითმფრინავი მონაწილეობდა.. სამი თვითმფრინავი თითო ფერს ხატავდა.

თუმცა ამჯერად სანახაობის საყურებლად გამოსულებმა დაინახეს, რომ პირველი, ცისფერი ფერის ნაცვლად ცაზე პირველად წითელი ფერის ზოლი დაიხატა.

ალღუმზე სხვა ინციდენტიც მოხდა. პარიზში ბასტილიის ციხის აღების დღის აღსანიშნავად წარმოდგენილ აღლუმზე, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინ ერთმანეთს მოტოციკლები დაეჯახნენ. ისინი ქორეოგრაფიულ ნომერს ასრულებდნენ.

ბასტილიის აღების დღე – საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია. ის 1880 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს. დღესასწაული ტრადიცულად პარიზში ელისეს მინდვრებზე სამხედრო აღლუმით იწყება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,043 ნახვა
%d bloggers like this: