რა შემთხვევაში ვერ მიიღებს აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტს

Nusagi

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის მიხედვით, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საშუალება აქვთ, გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე მოიპოვონ 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო გრანტები, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა აბიტურიენტს არ შეუძლია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება. ამის შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან, ასევე იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული აქვთ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, (ქართულ ენაში მომზადების) საგანმანათლებლო პროგრამაზე.

სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება არ შეუძლიათ იმ პირებზე, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში (ეს არ ეხება ქართულ ენაში მომზადების პროგრამას).

Facebook Comments
%d bloggers like this: