ხელოვნება და კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალს დაესწრება

Nusagi

მსახიობი კიტ ჰარინგტონი, რომელიც სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ ჯონ სნოუს როლს ასრულებს, მოსკოვში, ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებად გაემგზავრება. ამის შესახებ მსახიობმა რადიო „ბიბისი“ -სთან ინტერვიუში განაცხადა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ მასთან ერთად, შესაძლოა, მისი მეუღლე, როუზ ლესლიც გაემგზავროს, რომელთანაც ჰარინგტონმა ცოტა ხნის წინ იქორწინა.

მანამდე, მსახიობმა განაცხადა, რომ სერიალის მე-8, ფინალური სეზონის გადაღება ოფიციალურად დასრულებულია.

„სამეფო კარის თამაშები“ 2011 წლიდან გამოვიდა. ფინალური სეზონის პრემიერა 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოსკოვის „ლუჟნიკების“ სტადიონზე 15 ივლისს გაიმართება. ერთმანეთს საფრანგეთის და ხორვატიის გუნდები შეხვდებიან.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,351 ნახვა
%d bloggers like this: