საქართველოში მსოფლიოში აღიარებული იახტების კომპანია Azimut Benetti Group შემოდის

მსოფლიოში აღიარებული იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Benetti Group-ი  საქართველოში ოპერირებას იწყებს.

სპეციალიტების აზრით, ქვეყანაში ასეთი რანგის კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი წარმატებაა, ვინაიდან შეთანხმებას ჯაჭვური რეაქციით მოსდევს სხვა ბევრი საგებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, პირველ რიგში, მხარჯველობით უნარიანი ვიზიტორებისა და ტურისტების სახით.

როგორც კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა და მას  წინ უძღოდა 6 წლიანი დაძაბული  მუშაობა.

„ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებ  კომპანიის ხელმხღვანელობასთან ერთად, 31 ივლისს თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ პრეზენტაციაზე“,-აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

კომპანია Azimut Benetti Group-ი იტალიური ბრენდია. მისი მფლობელია პაოლო ვიტელი, დღეს ის იმართება მისი ქალიშვილის, ჯოვანა ვიტელის მიერ.

ისტორია 1969 წლიდან იწყება და დღესდღეობით კომპანია  საიახტო ბიზნესში ლიდერია. გამოირჩევა ფართო სპექტრით,არის  ნოვატორი მაღალი ტექნოლოგიებს მიმართულებით.  იტალიური დახვეწილი დიზაინი მისი ხელწერაა.

ბოლო წლებში Azimut Benetti Group -ი საიახტო დარგში ყველა წამყვანი ჯილდოს მფლობელია.

ფლობს ქარხნებს და ოპერირებს რამდენიმე დიდი საიახტო პორტების მართვაში, გარდა ამისა ერთადერთი კომპანიაა რომელსაც აქვს საკუთარი აკრედიტებული აკადემა.

Facebook Comments

ახალი დადებული