სოციალური ქსელები და მედია

სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო

Nusagi

2018 წლის 11 ივლისიდან, ორწლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა განაახლა. ქართულ ენაზე ახალი ამბების მოსმენა და წაკითხვა armradio.info-ზეა შესაძლებელი. სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს აღმასრულებელი დირექტორი მარკ გრიგორიანი იმედოვნებს, რომ ამ პუბლიკაციების წყალობით სომხურ-ქართული ურთიერთობები გამყარდება. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

„სომხეთში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პრობლემა გადაიჭრა და ქართულ ენაზე მაუწყებლობა უკვე რეალობად იქცა. ეს ასევე ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ჩრდილოელი მეგობრის, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას აჩვენებს”, – ამბობს რადიოს დირექტორი  მარკ გრიგორიანი.

მარკ გრიგორიანი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების საქართველოდან მოწვევის დიდი სურვილი აქვს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,057 ნახვა
%d bloggers like this: