შსს-მ კოკა კობალაძის საქმეზე ოთხი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტორს ორი ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი  სამსახურიდან გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოქალაქე კობალაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იმყოფებოდა. თავად პოლიციელებმა დამალეს კობალაძეების ოჯახში ყოფნის ფაქტი.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ეჭვები ბინაში პოლიციელთა ყოფნის ფაქტის დამალვის მოტივაციასთან დაკავშირებით, მათ მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა – ორივე პოლიციელი დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი“,- ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

კოკა კობალაძე, რომელიც პოლიციას თავდასხმაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მას მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დაესხნენ თავს. დაზარალებულის მტკიცებით, საკუთარ სახლში ფორმიანი სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კოკა კობალაძე კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟია. ალექსანდრე კობალაძე 2 თვის წინ საფრანგეთში დააკავეს.

Facebook Comments

ახალი დადებული