პოსტები სოციალური ქსელიდან

წელსაც ჩამოვიდა, ცოტ-ცოტა ყველაფერი წამოუღია- ნინო კვაჭანტირაძის ფოტოამბავი დიღმის ბაზრიდან

Nusagi

წელსაც ჩამოვიდა ბაზარში, ცოოოტ-ცოტა ყველაფერი წამოუღია-“რაიც ზიდა”, – ყოვლეწელ ხო გეუბნები და გაიგე, რამდენი წლისა ვააარ და სამოცდათოთხმეტისა, ( 5 წლის წინაც ამდენისა იყო, მე კი იმიტომ ვეკითხები, რომ ჩემები მინდა შევაგულიანო, მათზე ბევრად უფროსი ქალი როგორ ყოჩაღობს).

რაც რამ ფერია ბუნებაში, ამ დროს ყველა აქაა თავმოყრილი, “ჩემი” გლეხებიც კვირაში ერთი დღე, მხოლოდ შაბათს ყველანი აქ არიან – თამრო, ეთერა, მზია, მაია, ნოდო, ზაზა, ოლია, გოგი, ლალი…

– სოფლის ქათამი გვინდაო, მთხოვენ, აბა  მე რა ჯანაბიდან ვაარ, ქალაქელი ქათამი ნეტაი რომელია – ვითომ არ იცის, ისე იკვირვებს მარო.

– გოგო, დიღმის პამიდორი არ მინდა, სოფლისა მინდაო, გამაგიჟა ამ ხალხმა, ე, დიღომი სუ თუთის ბაღები , ვენახები და ბოსტნები იყო, რაც მე აქ მირბენია, გააქალაქეს აქაურობა, სუუუ შახის სახლები დააკოკოლავეს და მერე სოფლისა უნდათ – ტყუილად ბრაზობს ბუხუნა ქალი, ნამდვილად დიღმის სათბურის კიტრი აქვს მოტანილი… 


მე კარგა ხანია საქართველოდან არსად გავსულვარ, არ ვიცი რა ღირს ნატურალური პროდუქტი ევროპაში, ან აზიაში ან ამერიკაში, მაგრამ არა მგონია 30-40 ცენტი ( 70- 90 თეთრი) სადმე ღირდეს ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, ვაშლი, ყველი – დოლარნახევერი ( 6 ლარი) რძე – 70 ცენტი ( ლარნახევარი) …


მოკლედ, რისი თქმა მინდა და, სანამ ეს მადლიანი მიწა შეგვრჩენია და გვზიდულობს, თუკი ხელს გავანძრევთ, და ტვინსაც, სანამ სოფლებს დაღლილს დაეძინება და იმედიანს გაეღვიძება, სანამ ქართველებს ხვნა- თესვის, მკის, კრეფის სურილი ექნება და არა მხოლოდ ტაქსისტობის და “კაფელჩიკობის”, ამ ქვეყანას არ უნდა მოშივდეს, აბა წყურვილით რომ არ მოგვწყურდება, კი იცით!!!

(სერიიდან – საქართველო ჩემი სამშობლოა)

ნინო კვაჭანტირაძის ფეისბუქ-გვერდიდან

 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,155 ნახვა
%d bloggers like this: