კრიმინალი

ბათუმში კლუბის მფლობელი და მისი თანმშრომელი უცხოელებს არარსებული მენიუთი ფულს სძალავდნენ

Nusagi

სამართალდამცავებმა ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, ერთ-ერთი კლუბის მფლობელი 38 წლის ჯ.ც. და მისი თანამშრომელი – 33 წლის ი.ჩ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ.

„ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ.-ს კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ძებნილი დააკავეს, 1986 წელს დაბადებული ა.ბ.

სამართალდამცველებმა მ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, მიმალვაში მყოფ ა.ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა ა.ბ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს შსს-ში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,790 ნახვა
%d bloggers like this: