უცხოური მედია

იულია ტიმოშენკო და იგორ კოლომოისკი პოლონეთში, სასტუმროში შენიშნეს

Nusagi

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი პოლონეთში, ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს.

პოლონეთის სასტუმროში უკრაინელი პოლიტიკოსების ერთობლივი სტუმრობის შესახებ ინფორმაცია უკრაინელმა ჟურნალისტმა, ბოგდან კუზმიჩმა გაავრცელა.

მისი თქმით, სასტუმროს ფოიეში ჯერ კოლომოისკი გამოჩნდა, 15 წუთის შემდეგ კი იულია ტიმოშენკო. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ კოლომოისკის და ტიმოშენკოს სავარაუდოდ, საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ.

ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ სწორედ იმ დღეს, 12 ივლისს უმაღლეს რადაში ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონის შესწორებაზე კენჭის ყრა იმართებოდა.

„სწორედ იმ დღეს, პარლამენტის ფრაქციის ლიდერმა გამოტოვა მნიშვნელოვანი კენჭისყრა იმ ადამიანთან შეხვედრის გამო, რომელიც ანტიკორუფციული სასამართლოს პოტენციური კლიენტია, და რომელსაც ბრალი ედება სახელმწიფოსთვის კუთვნილი მილარდობით დოლარის მითვისებაში“,-წერს ჟურნალისტი.

 

 

 

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,794 ნახვა
%d bloggers like this: