ორი ინდოელი ძმა მსოფლიოს ახალი მილიარდერია

მსოფლიოს ახალი მილიარდერები ორი ინდოელი ძმაა, რომლებმაც თავიანთი ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია მოზარდობის პერიოდში დააფუძნეს. ამის შესახებ GZ.COM იუწყება.

16 წლის ასაკში დივიანკ ტურახიას, 18 წლის ძმასთან, ბჰავინ ტურამის ახიასთან ერთად უკვე დაფუძნებული ჰქონდა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია.

როდესაც ინდოეთში ინტერნეტის ბუმი ახალი დაწყებული იყო, 1998 წელს ორმა ძმამ 25 000 რუპია (372$) ისესხა ბუღალტერი მამისგან, კომპანიის დასაარსებლად, რომელიც დომენების სახელწოდებების შექმნაზე იქნებოდა ორიენტირებული.

მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, ძმების დუეტმა $1.4 მილიარდი ღირებულების კომპანია Directi დააფუძნა, რომელსაც ინტერესები სხვადასხვა ბიზნესში ჰქონდა, მათ შორის რეკლამის ტექნოლოგიის, ონლაინ გადახდის მომსახურების და მყისიერი შეტყობინებების აპლიკაციების ბიზნესში.

2016 წელს  ძმები ტურახიები ე.წ. “მილიარდერთა კლუბის” ახალი წევრები გახდნენ. 21 აგვისტოს მათ გაყიდეს თავიანთი რეკლამის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანია, Media.net–ი, ის ჩინელ ინვესტორს 900 მილიონ დოლარად მიყიდეს. გარიგება თავისი მასშტაბებით მესამეა სარეკლამო ტექნოლოგიის ინდუსტრიაში.

“ჩვენი ინვესტიციები კომპანიებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, $1 მილიარდს აჭარბებს. ალბათ ამიტომ თქვეს ჩვენზე, რომ  მილიარდერთა კლუბის წევრები გავხდით”, განაცხადა დივიანკ ტურახიამ.

დივიანკ ტურახიას მიერ 2010 წელს დაარსებული Media.net–ი მსოფლიო სარეკლამო ტექნოლოგიური კომპანიების ხუთეულშია. Yahoo- ს სარეკლამო პარტნიორის, Media.net–ის ბიზნესი მსგავსია Google Adsense–ის, სადაც სისტემა ავტომატურად იგებს და უჩვენებს ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებებს მომხმარებლებს.

2015 წელს, Media.net–ის შემოსავალი $ 232 მილიონს შეადგენდა, ნათქვამია განცხადებაში. კომპანია თავისი შემოსავლების 90% –ს აშშ-დან, იღებს, 5% –ს დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან.

მუმბაიდან სან ფრანცისკომდე, დივიანკიმ და ბჰავინმა  იმპერიის მშენებლობა იმ დროიდან დაიწყეს, როდესაც ისინი ინდოეთის ფინანსური დედაქალაქის, მუმბაის გარეუბანში, ანდჰერიში საერთო საძინებელში ცხოვრობდნენ.

“ჩვენ კოდირებით ადრეული ასაკიდან ვიყავით დაინტერესებული”, განაცხადა დივიანკამ.

ძმების უდიდესი გარღვევა ბიზნესში 1999 წელს მოხდა, როდესაც პროგრამული კომპანიების ინდუსტრიის ორგანო NASSCOM–მა დელიში ღონისძიებას უმასპინძლა და ორ მოზარდს სთხოვა დახმარება კონფერენციის კავშირის პრობლემების მოგვარებაში.

“ამის შემდეგ, ყოველთვის, როდესაც მსხვილ კომპანიას ჰქონდა პრობლემა, ისინი NASSCOM–ს მიმართავდნენ, რომელიც მათ ეუბნებოდა,” არის ორი ბიჭი, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ და ვისაც შეუძლია მოაგვაროს თქვენი პრობლემა”.

სტარტაპების უმეტესი ნაწილისგან განსხვავებით, Directi–ს ყველა კომპანია ინვესტორის გარეშე იმართება. დივიანკი დიდ დროს არ ატარებს ინდოეთში. ის დუბაისა და აშშ–ს შორის მოგზაურობს, სადაც  ეხმარება კომპანიებს Ringo, Flock, და Zeta–ს. ორივე ძმა ამ დრომდე ინდოეთის მოქალაქეა.

როგორია ძმების, ტურახიების სამომავლო გეგმები? ახალი არაფერი, ამბობენ ისინი. ამ ეტაპზე მაინც.

“ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ახალი ბიზნესის წამოწყებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი მიზანია შევქმნათ დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი”, -განაცხადა დივიანკმა.

Facebook Comments

ახალი დადებული