ინდოეთის ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტი გოგონა საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების კურსის დროს დაიღუპა. 19 წლის გოგო აივნიდან თანაკურსელების მიერ გაშლილ ბრეზენტზე უნდა გადმომხტარიყო, მაგრამ ქვედა სართულის აივნის კიდეს თავი ჩამოარტყა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შოკისმომგვრელი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
კადრებზე ჩანს, როგორ ზის სტუდენტი მესამე სართულის აივნის კიდეზე და გადახტომას ვერ ბედავს, მწვრთნელი კი ზურგში ჰკრავს და აგდებს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ პედაგოგი, რომელიც თითქო სტიქიასთან ბრძოლის ეროვნული სამმართველოდან იყო გამოგზავნილი, სინამდვილეში, თვითმარქვია იყო. 2011 წლიდან მან დაახლოებით 1 500 მსგავსი სწავლება ჩაატარა სხვადასხვა სასწავლებელში. მამაკაცი დაპატიმრებულია, მიმდინარეობს გამოძიება.
Facebook Comments