კულინარია

ფინეთში ახალი კერძი „ტრამპუტინი“ შექმნეს

ფინურმა რესტორანმა Kaffekievari-მ  მენიუში სპეციალური კერძი Trumputin-ი შეიტანა, რომელიც რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას მიუძღვნა.

კერძი შედგება რუსული ბლინისგან წითელი თევზით, არაჟნით და ხახვით, რომელსაც გვერდით ნაყინი , ამერიკული პანქეიქები და კენკრა აქვს. შემქმნელთა ჩანაფიქრით, კერძი მოიცავს ერთდროულად დასვლურს და აღმოსავლურს, ტკბილს და მარილიანს.

რესტორნის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ კერძის შექმნა არ ისახავდა მიზნად პოლიტიკურ ქვეტექსტებს და ის მენიუში დარჩება პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგაც, თუ სტუმრებს მოეწონებათ.

ფინეთის დედაქალაქში 16 ივლისს ტრამპისა და პუტინის პირველი ფართომასშტაბიანი შეხვედრა შედგება.

 

Facebook Comments