ჭიათურის მერს პაატა ნადირაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებს გამოძიება ძალადობას ედავება. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა. ინფორმაციას „პირველი“ ავრცელებს.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
პაატა ნადირაძე ჭიათურის მერად 2017 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა, მანამდე კი ის იმერეთის ვიცეგუბერნატორი იყო.
Facebook Comments