2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხორვატი ლუკა მოდრიჩი გახდა

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა და „ოქროს ბურთი“ გადაეცა.

ბელგიელმა ადენ აზარმა და ფრანგმა ანტუან გრიზმანმა კი ვერცხლის და ბრინჯაოს ბურთები მიიღეს.

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე 19 წლის ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე გახდა, საუკეთესო მეკარედ კი ბელგიელი ტიბო კურტუა დასახელდა.

მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ფრანგები და ხორვატები დაუპირისპირდნენ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საფრანგეთმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

Facebook Comments

ახალი დადებული