სპორტი

ვის ვხვდებით ფინალში?-ხორვატების ყოფილი მწვრთნელი საფრანგეთის ნაკრებში აფრიკელებს ითვლის

Nusagi

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იგორ შტიმაცმა  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უცნაური სტატუსი გამოაქვეყნა.

შტიმაცი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების წევრებს ასახელებს და წერს:„ვინმემ იცის, ვის ვხვდებით ფინალში?“

შტიმაცს რასიზმში ჯერ კიდევ 90-იან წლებში დასდეს ბრალი. გარდა ამისა, გამოცემა National წერს, რომ ის  სერბების სახლების ძარცვასა და შეტაკებებში მონაწილეობდა, ასევე აფინანსებდა იმ ადამიანების დაცვას, ვინც გამოძიების ცნობით, სამხედრო ტყვეებს კლავდა.

თავად შტიმაცი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი „მედია-სახე რეალურს არ შეესაბამება“.

„არასდროს ვყოფილვარ ექსტრემისტი, არც რასისა და წარმომავლობის გამო მძულს ადამიანები. ამასთან, ხელი მოვაწერე გამათავისუფლებელი ომის ღირსების დაცვის დეკლარაციას (საუბარია ხორვატიის იუგოსლავიიდან გამოყოფისთვის ომზე) ისევე, როგორც ბევრმა სხვა მოქალაქემ. ამის შემდეგ მიწოდებენ დამნაშავეს, ხულიგანს და პორნოვარსკვლავს.“,-აცხადებს შტიმაცი.

იგორ შტიმაცი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი იყო 2012- 2013  წლებში. ამჟამად ის ტელევიზიით ექსპერტის რანგში ჩნდება ხოლმე.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,180 ნახვა
%d bloggers like this: