ეს საინტერესოა

კატებმა მიწისძვრა 10 წამით ადრე იგრძნეს (ვიდეო)

Nusagi

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელიც იაპონიაში, კატების კაფეში,  სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. მასზე აღბეჭდილია, თუ როგორ იგრძნო ერთდროულად რამდენიმე ცხოველმა მოახლოებული მიწისძვრა.

ვიდეოზე, რომელიც 18 ივნისსაა გადაღებული,  ჩანს, თუ როგორ წყნარად წვანან შინაური ცხოველები ოთახის სხვადასხვა ადგილას, თუმცა მიწისძვრამდე რამდენიმე წმით ადრე ერთდროულად წამოყოფენ თავებს და შეშფოთების ნიშნებს ამჟღავნებენ, დარბიან ოთახში. რამდენიმე წამში კი კამერა აფიქსირებს ბიძგებს- ოთახში ავეჯი ირხევა.

ვიდეორგოლის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები გაკვირვებული არიან კატების წინათგრძნობით. ბევრი მათგანი თანაგრძნობას გამოხატავს უსუსური ცხოველების მიმართ, რომლებიც სტიქიის დროს  არამყარი ავეჯით სავსე ოთახში იყვნენ ჩაკეტილები. ვიდეომ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,554 ნახვა
%d bloggers like this: