Uncategorized

„ბორჯღალოსანთა“ სამწვრთნელო შტაბი რიჩარდ გრემმა და ბრედ ჰარისმა დატოვა

Nusagi

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი რიჩარდ გრემმა და ბრედ ჰარისმა დატოვა. ცვლილებების მიზეზი ივნისის ტესტებზე ფიჯისთან და იაპონიასთან ნაჩვენები შედეგებია. ამის შესახებ პრესკოფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა განაცხადეს.

გოჩა სვანიძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობში ნაკრებში უკუსვლის ტენდენცია იყო, ეს გადაწყვეტილება კი არ იყო მარტივი. სვანიძის თქმით, გრემის და ჰარისის შემცვლებებს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

ნაკრების მწვრთნელის მილტონ ჰეიგის თქმით, ტესტებზე ნაჩვენები შედეგები მისი პასუხისმგებლობის საქმეც არის და იყო შესაძლებლობა რომ მასაც დაეტოვებინა ნაკრები: “წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება იტალიის წინააღგმდეგ, ამ შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ და სწორი მიმართულებით წავიდეთ. ყველაზე მთავარი კი იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასია. არ არის სასიამოვნო, როდესაც მწვრთნელებისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდება გიწევს, მაგრამ მთავარი ჩვენი გეგმაა, რასაც უნდა მივყვეთ და სიტუაციის გამოსწორებაზე ვიფიქროთ”, – განაცხადა მილტონ ჰეიმა.

ბორჯღალოსნები 16 ივნისს ფიჯის ნაკრებთან 16 ივლისს კი იაპონელებთან დამარცხდნენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,032 ნახვა
%d bloggers like this: